რეიტინგული ფოტო
 
რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე - ''თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან''
რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე - ''თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან''
27 დეკემბერი, 2016
''საქართველოს ბანკმა'' საახალწლო რეკლამაში რუსკა მაყაშვილის ნაცვლად იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მომხიბვლელი მეუღლე გადაიღო).

მაყურებელმა ახალი საახალწლო რეკლამა აიტაცა და ვიდეოს რამდენიმე წუთში ათასობით ნახვა ჰქონდა. 

"სუპერ!! ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით რაჭულით! ", "მადლობა საახალწლო განწყობისთვის, ",

"გაიხარეთ ასეთი კარგი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიამოვნებისათვის ყოველ წელს რა ენერგიასაც თქვენ ხარჯავთ იმისათვის რომ ჩვენ ამით ვისამოვნოთ", - ვიდეოს კომენტარებში წერენ კომენტარებში.

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსკა მაყაშვილზე. გავრცელდა ხმა, რომ ის ამ ამბით განაწყენებულია, დეტალებში გასარკვევად ჩვენ რუსკა  მაყაშვილს დავუკავშირდით.

მართალია, რომ ''საქართველოს ბანკის'' რეკლამაში იტალიელი წყვილის გადაღებამ გაგანაწყენათ?
- გამანაწყენა?! მე თვითონ ვთქვი უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე, სამაგიაროდ სხვასთან ვთანამშრომლობ და უკეთესი კლიპი გამოვა. თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გაფრენამდე ერთი დღით ადრე უარი ვთქვი.

არაფერზე არ ვარ განაწყენებული, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ქართველს გაკლებენ ჰონორარს და ურჩევნიათ იგივე ჰონორარი ვიღაცას სხვას, გადამთიელს იტალიელს, ფრანგს ან გერმანელს გადაუხადონ ვიდრე შენიანს, თუმცა ესეც არ მწყინს.

რატომ წამოხვედით? რაზე ვერ შეთანხმდით?
- იმიტომ წამოვედი, რომ ვერ შევთანხმდი ''საქართველოს ბანკთან''.

მოგწონთ იტალიელი წყვილის შესრულება?
- არა, რა თქმა უნდა.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (29)
12:08 / 05-01-2017
ქეთი
მეც მომეწონა ახალი კლიპი,რას უწუნებ რუსკა? თუ მართლა ჰგონია რომ იმ იტალიელზე უკეთესია?
18:00 / 03-01-2017
ნინო
მართლა ვიღაც გადამთიელისთვის გადახდას,თანაც მილიონერისთვის,ქართველისთვის გადაეხადათ არ ჯობდა
17:47 / 02-01-2017
ტეო
რუსკა პურო ნიჯიერია
10:47 / 02-01-2017
Sanuta
Bankma gitxra uari imdeni moitxove, bolos ki moginda magram gvian iyo ukve. Morali: ar unda iyo gaumadzgari :))
16:01 / 01-01-2017
Simartle rom vtkva ruskas klipi bevrad ufro sasiamovno iyo.saertodac ar momecona.gajirvebul xalxs daxmarebodnen jobda
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა