16 დეკემბერი, 2016
სკანდალის გაგრძელება - მარიამ კუბლაშვილი ია ფარულავას პასუხობს - ''თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ''
ია ფარულავამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც "დეშელი" პიარის მიზნით მის სახელს იყენებს.

კომპანიიდან, ხალხს ურეკავენ და ატყუებენ, რომ მათი მომხმარებელი ია ფარულავაა.

''ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ არ იცის ვინ აკეთებს ამას. მე მაგათ ვაჩვენებ სეირს''..., წერდა ია.

მსახიობის სკანდალური სტატუსის შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით მარიტა კუბლაშვილს, მაგრამ კონტაქტზე ვერ გავედით. მოგვიანებით, მარიამმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კომპანია "დეშელის" შესახებ ცნობილი სახეები საუბრობენ.

ვიდეოს თან ახლავს სტატუსი, მარიტა მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს,  ხაზს
უსვამს იმ ფაქტს, რომ ის უბრალოდ კომპანიის დირექტორია და არა მფლობელი. "თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის კომპანია "მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი", - წერს ადვოკატი.

ვიდეოში "დეშელის" პროდუქციის ეფექტურობაზე საუბრობენ მსახიობები: მარინა ჯანაშია, ნინა წკრიალაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, მარინა კახიანი და მარინა სალუქვაძე. ისინი ამბობენ, რომ “Luxury cosmetics”-ის იგივე ''დეშელის'' პროდუქციის მომხმარებლები არიან, მოხიბლულები არიან თანამშრომლებიც მომსახურებით და პროდუქციის ხარისხით.
მარიიამ კუბალშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

"პიარისა და მარკეტინგის ყველაზე მარტივ წესს დავარღვევ და ჩემთვის პატივსაცემი, ხალხისთვის საყვარელი მსახიობის განცხადებას გამოვეხმაურები.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ინდივიდს სიტყვისა და აზრის თავისუფლებას უზენაესი კანონი ანიჭებს, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისა და გამძაფრებული კონკურენციის ფონზე აღნიშნული ხშირად რეალობის დამახინჯებასა და კომპანიისა თუ ინდივიდის რეპუტაციის შელახვას იწვევს. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, რომელსაც არასდროს დაუხევია უკან კანონის დარღვევისა თუ უსამართლობის წინაშე და ხშირად გამოსულა ძლიერი მხარის წინააღმდეგ სუსტის დასაცავად, სრულიად მიუღებელი და შესაგუებლად ურთულესია ჩემი პიროვნებისა თუ იმ კომპანიის წინააღმდეგ წამოსული უსამართლო ბრალდებები, რომლის დირექტორიც ვარ. სწორედ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მტკიცებულებებით საუბარი მჩვევია.

ვიდეო, რომელსაც ვაქვეყნებ, დაახლოებით ერთი წლის წინ არის შექმნილი. მას შემდეგ კომპანიამ უამრავი სიახლე დანერგა, სახის მოვლის სხვადასხვა აპარატურული მეთოდი და ბრენდული პროდუქცია შემოიტანა, რასაც მოჰყვა კიდეც მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდა და მომსახურების ხარისხის დახვეწა. ვიდეო რგოლში, საზოგადოებისთვის საყვარელი ცნობილი ქალბატონები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთგული მომხმარებლები არიან. მათ მსგავსად კომპანიის მომხმარებელთა ბაზაში დღეის მდგომარეობით უამრავი წარმატებული და ცნობილი პიროვნება ირიცხება, თუმცაღა მათი სახელის გასაჯაროება და ამით სარგებლის ნახვა ნებისმიერ სამართლებრივ თუ მორალურ ჩარჩოებს სცდება და ამ ხერხისთვის კომპანიას არასდროს მიუმართავს.

ამდენად, სრულიად გაუგებარი და მარკეტინგული თვალსაზრისით ალოგიკურია, არაერთი ცნობადი მომხმარებლის უგულვებელყოფა და არარსებული მომხმარებლის გამოგონება. დავაზუსტებ რომ ეს "მარიამ კუბლაშვილის კანტორა" არ არის, ეს ბატონი მიხეილ ლუბარსკის ესთეტიკური ცენტრი "Luxury Cosmetics" –ია, რომლის დირექტორიც გახლავთ მარიამ კუბლაშვილი. თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის იურიდიული კომპანია "მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი"... მიუხედავად ყველაფრისა, ანტიპიარიც პიარია...დიდი მადლობა" - წერს მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS