15 დეკემბერი, 2016
რატომ დაუპირისპირდა ია ფარულავა მარიამ კუბლაშვილის ბიზნესს - ''მე მაგათ ვაჩვენებ სეირს''...
მსახიობი ია ფარულავა ფეისბუქზე მარიამ კუბლაშვილის ბიზნესის სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც იას სახელს იყენებენ.

''მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან სახელად ლაქშერი კოსმეტიკი რომელიც იგივე ყოფილა რაც დე შელი ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი სრული სიცრუეა, არ დაიჯეროთ მაგათ ვაჩვენებ მე სეირს... წლებია, ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის სახე ვარ და ჟერმენ და კაპუჩინის გარდა სხვა ბრენდს არ ვხმარობ .... თუმცა ერთმა ქალბატონმა თავისი გაკეთებული სახის საცხი გამასიჯნა და...დანარჩენს ხვალ დავწერ.

ყველაზე მაგარი ისაა,
რომ თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ აკეთებს ამას და რომ ამას აკეთებენ სხვები და მის სახელს იყენებენ''.

''თბილისში არ ვიყავი, თორემ შენი სიყვარულით მივიდოდი''

''მარიამ კუბლაშვილი ძალიან სასიამოვნო გოგოა და მიკვირს რატომ მისცა მის თანამშრომლებს მარკეტინგში ტყუილის გარევის უფლება ...ტყუილი ანგრევს და ანადგურებს ბიზნესს'' ..., ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში.

იას სტატუსის შემდეგ მოდელი ნინო ორდენიძე წერს, რომ მასაც დაურეკეს ''დეშელიდან''

''ვაიმე ია,შენი სახელი რომ მიხსენეს გავუგრძელე საუბარი მომერიდა მეთქვა, არ მინდათქო!და გამომკითხეს როგორი ტიპის კანი გაქვს და ა.შ. აი, მაიმუნი გავხდი და მერე დამირეკეს, მოხვდით აქციაშიო! თქვენ ხართ ყველაზე იღბლიანიო! და აი, მანდ მივხვდი, რაც ხდებოდა''.

თავად მარიამს ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ მარიამ კუბლაშვილი ფეისბუქზე წერდა, რომ ქვეყანაში ისეთი ცუდი ეკონომიური პირობებია, საქართველოდან გაქცევა მოუნდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ეკა
საზიზღარი კომპანიაა, გახსენებაც არ მინდა ისეტ დღეში ჩამაგდეს. დაძალება კი არა უფრო მეტიც იყო. პირდაპირ ყაჩაღობენ ადამიანზე. ტირილამდე მიმიყვანეს როგორ თუ უარი ვთქვი მათ პროდუქციაზე. აი ნინელი ჭანკვეტაძეც ჩვენი მომხმარებელია და ა.შ.-ოოო.
17:10 / 31-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თანამეინახე
დედამისს რო უკვირს რა შვილიც ყავს ხო წარმოგიდგენიათ რა არის - ბოროტას გამოზრდილია და აჯობა გამზრდელს!!! უდავოდ!
11:43 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნელი
ვიყავი მეც, გამიწმინდეს სახე, მელაპარაკნენ რაღაც კოსმეტიკაძე, შემომთავაზეს, განვადებას გაგიკეთებთო, დაგიკლებთო, უარი ვუთხარი და წამოვედი, არავის არაფერი დაუძალებია და თქვენ რატომ გაძალებენ?
14:21 / 17-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ფუუუ, რა ხალხი ხართ, რა კომენტარებს წერთ? გახეთქილები ხართ გულზე, მარიამს რომ მაგარი ქმარი ყავს და ბიზნესიც აქვს!
11:31 / 17-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Naniko
Es aferistebis bude.mec shemomtenes 3000 lariani qeisi, im gamesve momca alergia, eqimis daskvnac mivutane, magram ukan ar ibrunebdnen.advokatis daxmarebit davabrune 3 tveshi, rac sul 500 lari damijda.ase mushaoben eg unamusoebi.axlac mirekavdnen, sanam kargad ar gamovlanzge da ar davemuqre ,tavi ar damanebes.
01:05 / 17-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS