14 დეკემბერი, 2016
„დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი - აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ “
ირინა სარიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაცცნობილი ხდება, რომ მისი მეოთხე შვილი, რამდენიმე თვის გიორგი გარდაიცვალა. ირინა სარიშვილის პოსტი ძნელია, ემოციების გარეშე წაიკითხო.

„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს.

იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.

ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.

იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა
ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხეზე დააყენებდნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე.

ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა.

არც აპარატზე შეერთებამ უშველა.

დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი.

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა.

მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.
ჩავედი ქვემოთ.

უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტიქტით გიჟვით გავეკიე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთშიმეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.
აქამდე ვიბრძოდი რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი.

ეხლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო.

ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე.

უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.
შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი, შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი რომ დროულად გადაწყვიტო რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს.

ისევე როგორც ვერ გავიგებ რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.

გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე, დედა მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე.

ვერ გავიგებ რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ რა ვქნათ.

რატომ?
არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა რა მოხდა“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ლია
ნათელში იყოს მისი უმანკო სული!!!! გულწრფელად გითანაგრძნობთ!!! :(((((
16:13 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ჩემმა ნგელოზმა ერთი კვირა იცოცხლა.მეც ეჭვი მეპარება ნეტა სწორედ მკურნალობდნენ ჩემს ბიჭს?გითანაგრძნობთ მთელი გულით.ძალიან ძნელია შვილის დაკარგვა
21:58 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
იათამზე მაისურაძე
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას...ნათელში იყოს პაწია...ასე იცის "წარმატებულმა" ჯანდაცვამ...
20:18 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ქალაბატონო ირინა
18:46 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვაიმე გული მეტკინა,გმერთმა ნატელსჰი ა მკოპოს პატარას სული.ტქვენ,ქალბატონო ირინა ღმერტმა მოგცეთ სიკეთIს კეთების ძალა
05:13 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS