11 დეკემბერი, 2016
რატომ გამოაგდეს ქრისტინე იმედაძე „ისთ ფოინთიდან“ და „თბილისი მოლიდან“ - „მე და თოიმ დავტოვეთ ტერიტორია“
რამდენიმე დღის წინ ქრისტინე იმედაძე „ისთ ფოინთში“ და „თბილისი მოლში“ არ შეუშვეს. ამის შესახებ მომღერალმა ფეისბუქზე დაწერა:

„ეს ფოტო სხვა ქვეყანაშია გადაღებული..აფთიაქში! თოი ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ნებისმიერ კაფეში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში და აფთიაქშიც კი საპატიო სტუმარია! წყალსაც სთავაზობენ!

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და თოი ისთ ფოინთს ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა!

- ქუჩიდან მაგდებთ კილონახევრიანი ძაღლის გამოთქო ?!

- კიო აქ ძაღლი აკრძალულიაო ... ნიშანი სად
კიდიათქო? და ერთერთ ცარიელ ფართზე მიმითითა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა ....!

მივხვდი რომ დისპუტს აზრი არ ქონდა და დავტოვეთ ტერიტორია!

ერთ კვირაში თბილისი მოლიდანაც გამოგვაგდეს.

საზღვარგარეთ დახურულ შენობებს, რომლებსაც გადახაზული ძაღლის ნიშანი აქვს თოის ზომის ძაღლს პრობლემა არ აქვს... მაქსიმუმ ზრდილობიანი თხოვნით მოგმართონ, რომ ძირს არ დასვა!

პ.ს ისთფოინს რომ ვტოვებდით ზუსტად იმ დროს ქუჩის ძაღლმა შეირბინა ტერიტორიაზე“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ლალირ
კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. მე მგონი იმედაძე არ ითხოვს როგორც პიროვნება განსაკუთრებულ პატივისცემას და ამიტომ არც ამდენი ტალახის სროლა არ არის საჭირო. ისე ხალხო რატომ ხართ ასე დაბოღმილები. გაახარეთ ერთმანეთი და თქვენც კარგად იქნებით და სხვებიც.
13:46 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
კოკა
ძაღლების ადგილი მაღაზიებში არაა!ცოტა აზრზე მოდით!რაძაღლის ადგილია სავაჭრო ცენტრი?თუ გიყვარს ,სახლში იყოლიე!ძაღლი კი არა სხვა რამეზე იფიქრეთ,ქვეყანა რომ თავზე გვენგრევა!ყველაფერზე ერთმანეთის ლანძღვა შეიძლება?
11:37 / 18-12-2016
გამოხმაურება / 0 /
კიკო
იცი რა ვერ გავიგე?თუ აკრძალულია დაცვაც შესაბამისად მოიქცა რა ქრისტინას გამო სამსახური დაეკარგა?
18:57 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ცოდო ერი ვართ :)
22:34 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ორთაჭლელი
იმისათვის რო მიხვდე რატომ არ შეიძლება ძაღლით სურსათის მაღაზიაში შესვლა, ამისათვის სათანადო აღზრდაა საჭირო!!!
17:52 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS