09 დეკემბერი, 2016
5 საიდუმლო, რომლებიც თქვენს რჩეულს აუცილებლად უნდა უთხრათ
ეს ჩვენი იდუმალი ძალა და სისუსტეებია, ყველაფერი, რაც არ გვინდა ჩვენზე იცოდნენ. ეს ის არის რაშიც საკუთარ თავსაც ვუტყდებით და გამართლებას ვეძებთ. პირადი ტრავმები და ჭრილობები, რის გახსენებაც გიჭირთ, რასაც საყვარელ ადამიანსაც არ ანდობთ, რომ თავი დაიცვათ.

თუ თქვენ მსგავსი საიდუმლოებები გაქვთ, აუცილებლად უნდა უამბოთ მას, ვინც ცხოვრების თანამგზავრად აირჩიეთ:

1. მეშინია ადამიანთან გულახდილი საუბრის, რადგან ადრე ძალადობის და დაცინვის მსხვერპლი ვიყავი

შესაძლოა წარსულში ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეთ. მაგ: სკოლაში ბავშვები დაგციდონენ ან ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს. ეს
ყველაფერი ადამიანს აიძულებს დამალოს საკუთარი გრძნობები.

2. საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად პორნოს ვუყურებ და პარტნიორთან სექსით არ ვარ დაკავებული

იქნებ, რაიმე სახის სექსუალური ფსიქოლოგიური ტრავმის გამო თავს სექსისთვის უღირს პარტნიორად მიიჩნევთ, ამიტომ თავის დასაკმაყოფილებლად მასტურბაციას მიმართავთ და საკუთარ პარტნიორთან სექსის სურვილი არ გაქვთ. ამაში აუცილებლად უნდა გამოუტყდეთ მას.

3. ჩემი დამოკიდებულება ტკივილს მავიწყებს

თუ თქვენი არაადეკვატური ქმედების მიზეზი აშკარა არ არის, მაშინ მოგიწევთ მეორე ნახევარს ყველაფერი აუხსნათ. დამოკიდებულებას მხოლოდ ალკოჰოლი და ნარკოტიკი არ იწვევს, არამედ სექსი, გადაძღომა, ტელევიზორი, შოპინგი ან აზარტული თამაშებიც.

4. ემოციებს არ გამოვხატავ

თუ ურთიერთობისას საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებთ, შუაღამისას სამზარეულოში ტკბილეულს ეძებთ. ჩუმად, სანამ ვერავინ გხედავთ, სიამოვნებას საჭმლისგან მაინც იღებთ. მაგრამ შეგრძნებებს, რომ თქვენ ნამდვილად გაფასებენ და ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი ხართ, ვერანაირი შოკოლადი ვერ შეგიცვლით.

5. მეშინია, რომ თუ ჩემს უცნაურობებს გავამხელ, დამშორდები

მაგრამ თუ არასდროს გამოტყდებით, საკუთარ დემონებს, ფსიქლოგიურ ტრავმებსა და ემოციურ მოთხოვნილებებს ვერასდროს გაუმკლავდებით.

სიმართლე შესაძლოა ცოტა არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ტყუილში ცხოვრება უარესია.

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა