07 დეკემბერი, 2016
ნანი ბრეგვაძე პირადზე - ''ჩემი ქმარი ციხიდან რომ გამოვიდა, ეკას გავუწიე ანგარიში და შევურიგდი, მაგრამ''...
ნანი ბრეგვაძემ პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

მომღერლის თქმით, სიმღერამ გადაატანინა ყველა სირთულე და აუნაზღაურა ყველა დანაკლისი.

"ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა, ნანი, შენ მომღერლად დაიბადე, არასდროს შეწყვიტო სიმღერა, დადგება დრო, შენ იქნები ძალზე პოპულარული, გექნება დიდი სახლი საკუთარი სადარბაზოთი და დაცვით და იცხოვრებ ისე, როგორც უცხოელი ვარსკვლავები ცხოვრობენო''…

მომღერალი გულდაწყვეტილი საუბრობს, რომ მიუხედავად ასეთი მხარდაჭერისა, მათი ოჯახი მაინც დაინგრა.

''მჯერა, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, ასეა საჭირო. მე უნდა
შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე ვაჟკაცს, კარგი ოჯახის შვილს, შეგყვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა.

ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გასტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთგრუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათს და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.

მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში დავშორდით და უკვე სამუდამოდ"

ნანი ბრეგვაძე იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლემ იოგას აზიარა:

"ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაუფლებული იოგას და მეც მაზიარა ამ ხელოვნებას. ყოველდღე ვვარჯიშობდი და არის ერთი პოზა "სანთელი", რაც თავზე დგომას ნიშნავს, იმასაც საუცხოოდ ვასრულებდი.

ახლა დიდი სპორტულობით აღარ გამოვირჩევი. მართალია, გარეთ ნაკლებად ვსეირნობ, მაგრამ ჩემს სახლში ოთახიდან ოთახში ძალიან ბევრს ვმოძრაობ".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
თამაზი
ბატონო ჯონი, ნეტა რომელი ანგრევს სცენას, ხომ არ დაასახელებდით? ნანი ბრეგვაძე მსოფლიო დონის მომღერალი და ქალბატონია!
00:01 / 03-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჯონი, ხომ არაფერი გეშლებათ, ქალბატონ ნანიზეა ლაპარაკი. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ ამას როგორ წერთ, ჩემი პირადი აზრია-მე შემრცხვებოდა თვენს ადგილზე.
13:21 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მზია
ქალბატონო ნანი! არაჩვეულებრივი მომღერალი, უნიჭიერესი ადამიანი ბრძანდებით. რაც მთავარია კეთილშობილი, არაამბიციური, მშვიდი, სათნო და ყველასგან გამორჩეული ქალი ხართ. იცოცხლეთ დიდხანს, ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. მიყვარხართ.
12:22 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
tamila
ულამაზესი, უსატნოესი, უნიჯიერესი, ქარტული სცენის ლეგენდა ჰვენი ნანი! დალიან მიკვარხარტი ქალ. ნანი, ტკვენიტ ამაკობს ქარტველი ერი, ტკვენ ხარტ სამსჰობლოს მარადმწვანე მომრერალი, გმერტმა დაგლოცოტ და ჯამრტელი გამკოფოფოტ, კიდევ მრავალი წლები.
21:25 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ქალბატონი ნანა,რომ შეუდარებელია ამაზე საუბარი ზედმეტია,მაგრამ მე მასში მაკვირვებს მისი უბრალოება,არაამბიციურობა,ნაკლებად ერევა სხვის საქმეში და არ არის ამაყი,არის პოზიტიური ადამიანი და ცდილობა თავისი სიმშვიდე შენც გადმოგდოს.....დიდხანს იცოცხლეთ ჩვენდა საამაყოდ ქალბატონო ნანი
21:00 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS