07 დეკემბერი, 2016
„ჩემი ცოლის დაქალების“ თენგო მამა გახდება! – შოთიკო ნოზაძე შვილს ელოდება
მსახიობ შოთიკო ნოზაძისთვის 2016 წელი დიდი სიუპრიზებითაა სავსე. პროფესიული წინსვლისა და პერსონაჟის, თენგო მაზიაშვილის წარმატების პარალელურად, მის პირად ცხოვრებაშიც უამრავი სიახლეა, შოთიკო დაქორწინდა და როგორც "ფორტუნას" ექსკლუზიურად გაუმხილა, შვილს ელოდება…

ახლახან დაბადების დღე გქონდა და საკუთარი თავისთვის მანქანაც გიჩუქებია. გილოცავ დაგვიანებით…

შოთიკო ნოზაძე:

დიდი მადლობა!. უბრალოდ, დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. არც მქონდა ნაფიქრი, რომ ჩემს დაბადების დღეზე მოუწევდა ჩამოსვლა. გამოვიწერე იაპონიიდან, დღესასწაულები დაემთხვა იქაური, უნდა ჩამოსულიყო 40 დღეში და ჩამოვიდა სამ თვეში. ზუსტად ჩემს დაბადების
დღეზე… მარჯვენასაჭიანია. მანქანას სამი წელია, ვმართავ.

დაბადების დღეზე რა საჩუქრები მიიღე?

გითხრა ყველაზე მაგარი საჩუქარი? მე და ჩემი მეუღლე, სოფო აბუაშვილი შვილს ველოდებით!.. ნახე, როგორ ექსკლუზივს გაძლევ?!.. (იღიმის).

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS