07 დეკემბერი, 2016
ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები)
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს. ეს წარმატებული ნაბიჯი გამოდგა, რადგან ქეთას სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა, რუსულ ესტრადაზე არაერთხელ დაასახელეს ყველაზე გემოვნებიან მომღერლად და შესაბამისად, მისი გემოვნებით და ფანტაზიით წარმოდგენილი სამოსიც მოთხოვნადი შეიძლებოდა ყოფილიყო. ქეთასთვის კიდევ ერთი ბიძგი აღმოჩნდა ქალიშვილ ოლივიას დაბადება, რომელმაც უბიძგა საბავშვი ხაზის შექმნისკენ.

ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება 5 დეკემბერს გაიმართა და ქეთამ ის ქალიშვილ ოლივიასთან ერთად გახსნა. დარბაზში დედაც გულშემატკივრობდა.

2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის
სამოსის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონებაც მოყვა კრიტიკოსთა მხრიდან. იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS