06 დეკემბერი, 2016
ნინა წკრიალაშვილმა დიდი ხნის ნანატრი სიყვარული იპოვა!.. –„მგონია, რომ სამუდამოა…“
მომღერალმა და ტელეწამყვანმა, ნინა წკრიალაშვილმა "მუზიკბოქსს" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაუმხილა იმ დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც დიდი ხანია, არ არის, რაც ეწვია, მაგრამ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

ახალ წელს როგორი განწყობით ხვდები?

ნინა:

მშვიდად ვარ. აღარ მაქვს დეპრესია, არ ვიცი, რატომ. მგონი, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად არ მაქვს დეპრესია. ძალიან მიკვირს… კარგად ვარ და ძალიან ბედნიერი.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტები არ გაქვს?

არა, სამწუხაროდ. უაზრო კონცერტისთვის რეგიონში ვერ წავალ. არც მქონია შემოთავაზება, არავინ მეხვეწება, სიმართლე რომ
ვთქვა. თუ იქნება ნორმალური შეთავაზება კორპორატიულ საღამოში მონაწილეობაზე, აუცილებლად დავთანხმდები.

ახალი წლის რა ტრადიცია გაქვს?

ის, რომ სახლში ვერასდროს ვხვდები. ამ დღეს სულ ვმუშაობ. სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს ოჯახთან ერთად, მაგრამ 31-ში მუდამ მუშაობა მიწევდა…

შენი შვილი, სანდრო, როგორ გაიზარდა…

ძალიან… იქით მივლის უკვე. 19 წლის ხდება. სულ ამას ვამბობ, ერთადერთი, რაშიც ცხოვრებაში გამიმართლა, ჩემი შვილია. იმდენად ჩამოყალიბებულია და სწორად ფიქრობს… ჩვენ შენიშვნებს ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, თუკი აზრს ვეკითხებით. ვბერდები უკვე, ჩემი ცხოვრება, შეხედულებები და ჩვევები მაქვს, ეს კარგად აქვს გააზრებული. თუკი რაიმე სერიოზული ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში, აუცილებლად ვუზიარებთ ერთმანეთს.

ჭორი გავრცელდა, ნინა შეყვარებულიაო…

მართალია. შეყვარებულია… ძალიან ბევრის ლაპარაკი არ მინდა ამ ეტაპზე, მაგრამ პირველად ცხოვრებაში მეშინია, ისეთი ბედნიერი ვარ. პირველად მაქვს, დედას გეფიცები, იმის შეგრძნება, რომ ეს არის სამუდამო… იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
Nუცა
ძალიან გამიხარდა, გულწრფელად გისურვებ ბედნიერებას! ❤️
06:48 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ნინა,გილოცავ,ნამდვილად იმსახურებ კარგ კაცს.
00:42 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
კაკო ყაჩაღი
ოღონდაც ამ გოგოს სილამაზე სად დაინახეთ მაჩვენეთ და მერე მომკალით
00:12 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სარა
ბედნიერებას გისურვებ, უბოროტო გოგო ხარ და მიყვარხარ.
21:59 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თემური
ნინო გილოცავ ულამაზესო.ერთადერტი რაც არ მომწონს შენში არის ის რომ ლამაზი სახელი ნინო რატომ გადაიკეთე ნინა-დ.არა უშავს....გაიხარე შენს ოჯახთან ერთად.
17:40 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS