06 დეკემბერი, 2016
ნატა გულიაშვილი სკანდალისთვის გამოიყენეს - ''ცოტა ხანში გადავწყვეტ, რას გავაკეთებ იმისთვის, რომ ნათიამ პასუხი აგოს''
მსახიობი ნატა გულიაშვილი ქართველი ტელემაყურებლისთვის ცნობილი გახდა პროექტ "ამტანის" დამსახურებით. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ახლა ნატამ თავი ცეკვით გაგვახსენა. მისი მცდელობა გამხდარიყო "შენ შეგიძლია ცეკვის" გამარჯვებული წარუმატებლად დასრულდა, ის ვერ გადავიდა შემდეგ ტურში და მეტიც, ნატა გულიაშვილს დიდ აგრესიასთან მოუწია გამკლავება.

მას ხალხმა დასცინა. სამწუხაროდ ამ ყველაფრის შედეგად მეუღლე დაშორდა. ტელეკომპანია ''იბერიის'' ეთერში ნატამ გაამხილა, რომ მოატყუეს და შოუსთვის გამოიყენეს, ჩვენს მკითხველს მან სიმართლე დეტალურად უამბო.

ვინ არის მეგობარი, რომელმაც ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება
გირჩიათ?
- ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ის ასევე დიდი ხანია ტელეკომპანია "იმედში" მუშაობს. მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ.

- მას ნანახი ჰქონდა როგორ ცეკვავდით?
- დიდი ხანია ვიცნობ და იცოდა, როგორ ვცეკვავდი. თან ადრე ეგვიპტეში გავიმარჯვე, სპექტაკლში ესმერალდას როლს ვთამაშობდი და ეს საცეკვაო შოუც იყო და სპექტაკლიც.

- მეუღლემ არ იცოდა, რომ ქასთინგზე მიდიოდით, რატომ დაუმალეთ?
- თავიდან სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მერე ვუთხარი და მთხოვა არ წახვიდეო სათავისოდ გამოგიყენებენო. მე ვეუბნებოდი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, როგორც ''იმედის'' პროდუსერები და დუტა მაჯერებდნენ.

- მისი თხოვნა, რომ არ გაითვალისწინეთ არ ეწყინა?
- კი, ძალიან ეწყინა და ახლა არ მელაპარაკება. ამბობს, ხომ გითხარი ასე მოიქცევიანო და რატომ არ დამიჯერეო.

- მის შემოსარიგელად რა გზებს მიმართავთ?
- თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ. ამბობს, რომ ძალიან ნაწყენია.

- თქვენსკენ მომართულ აგრესიას როგორ უმკლავდება?
- არ შედის სოციალურ ქსელში. იცით ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა? გადაწყვეტილი არ მქონდა, მონაწილეობის მიღება, როცა დუტა მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნება, არ შეგეშინდესო. ვეუბებოდი, მე თვითონ დავდგი შოუ, თან ერთ კვირაში-მეთქი, ის კი იმით მამშვიდებდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' 5 დღეში ვდგამდი ცეკვასო. მან მითხრა, რომ ''იმედი'' ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. ცეკვის მერე შეფასებაც არ გააკეთა, მთელი 10 წუთი თავი ჰქონდა ჩახრილი. უფრო სწორად, მან არათუ შეფასება არ გააკეთა, არამედ - არ გააკეთებინეს. სალომეც კარგად შემაფასებდა, კულისებში ისიც მამშვიდებდა, ყველამ იცის, რომ შენ მოცეკვავე არ ხარ და ბევრი არ მოგეთხოვებაო.

ნათიამ ფეხი ჩაარტყა დუტას და ამით აგრძნობია, რომ უნდა გაჩუმებულიყო. სალომეც კარგად მაფასებდა, მაგრამ ნათიამ უთხრა, რომ შემდეგ ტურში არ უნდა გადავსულიყავი. რთველშვილმა თავი ისე მკვეთრად გააქნია სცენიდან დავინახე, ჩემმა მეგობრებმა კი - დარბაზიდან. ნათია რთველიშვილმა დაარღვია წესები და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

- რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ნათიამ?
- იურისტებთან ვმუშაობ მაგ საკითხზე და ცოტა ხანში გადავწყვეტ, რას გავაკეთებ იმისთვის, რომ ნათიამ პასუხი აგოს, პროექტის წესების დარღვევის გამო.

- ქასტინგის შემდეგ დუტას არ დალაპარაკებიხართ?
- კი, ჩაწერის შემდეგ დავურეკე და ვკითხე, ეს რა მოხდა, რატომ არ მოგცა ნათიამ შეფასების საშუალება-მეთქი. დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნებაო, რა უნდა ყოფილიყო კარგად, არ ვიცი. ვუთხარი, პროდუსერისთვის ეთხოვა, ჩემი ნაწყვეტი საერთოდ არ გაეშვა და დამპირდა, აუცილებლად დაველაპარაკებიო.

ფაქტია, რომ მაინც გაუშვეს. დარწმუნებული ვარ, დაელაპარაკებოდა და აუხსნიდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ძალიან განვიცდიდი. ბუნებრივია, არ ამოიღებდნენ, ყველაფერი ხომ ამ სკანდალისთვის მოაწყვეს?

იმაშიც დავრწმუნდი, რომ დუტას არ სცემენ პატივს, ის მათთვის ერთი რიგითი წამყვანია და პროექტისთვის იყენებენ.

მარიამ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
რაც მოგივა დავითაო. ყველა შენი თავითაო,,
18:51 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ეკო
არ გეწყინოს რაც მოხდა მოხდა მოინდონე და ძაან გახდი გალამაზდი ისე ,როგორც ამტანებში იყავი დს დაამტკიცე შენი თავი
07:01 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
სკანდალისთვის რომ იყო მოწვეული, სანამ ცეკვას დაიწყებდა, მანამდე მივხვდი!იმდენად შტერია, თავის გაბარიტების მიუხედავად , მაინც "იცეკვა"! კაი ბატონო , მოატყუეს. თვითონ ვერ ხედავს თავის თავს? იცი რა მიკვირს? ამ ყველაფრის მიუხედავდ, მაინც გონია, კარგად იცეკვა და დაჩაგრეს! დუტას რა უნდა ეთქვა, შეგაქენდა? დუტამ გაგიჩალიჩა ეს და ამასაც ვერ ხვდები!
18:18 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მეგი
მერე შე საცოდავო შენ ჭკუა არ გაქვს სხვას რომ უჯერებდი თუ 2 წლის იყავი .შენ კი არ ცეკვავდი გორავდი.ნებისმიერ კაცს შერცხვებოდა მის ადგილას.
10:33 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მეგი
თიკას საქციელი გულის ამრევია ვინ გონია თავი ყველა გადაცემაში თავის პირადს რომ ააშკარავებს,მისი ცხოვრება მისია და სხვას არ აინტერესებს.ნუ შეგვაწუხეთ ერთი და იგივე პრიმიტებით.უკვე ზიზღის მომგვრელია.
10:27 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS