05 დეკემბერი, 2016
GEM-Fest-ის სივრცეში კვების ობიექტების მოწყობაზე მუშაობა დაიწყო
GEM-Fest--მა ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და ფესტივალის ტერიტორიაზე ბარების, რესტორნების და ფასთფუდის ობიექტების განაწილება დაიწყო. 18 ჰა ფართობზე 12 სრულფასოვანი რესტორანი უნდა განთავსდეს, რომ ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას.

სივრცეში ასევე 20-მდე ფასთფუდ წერტილი და 30 ბარი განთავსთდება, რაც 100 000-მდე დამსვენებელსა და გართობის მსურველს უპრობლემოდ მოემსახურება. ფესტივალის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, უპირატესობა რესტორნების მოსაწყობად ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცემათ და 600 კვადრატულ მეტრ სარესტორნო ფართში ისინი იჯარის თანხას არ გადაიხდიან.

ტენდერი
ინტერესის გამოხატვის სახით ხვალ გამოცხადდება და მასში ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება. ობიექტის დიზაინი, წესდება და პროდუქციის გასაყიდი ფასის ზედა ზღვარი GEM-Fest- ადმინისტრაციასთან შეთანხმდება. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS