05 დეკემბერი, 2016
ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე გოგონას მშობლები გახდნენ
მომღერლები, ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე, მშობლები გახდნენ. 2 დეკემბერს მათ გოგონა შეეძინათ. პატარას წყვილმა ელისაბედ - ნატალი დაარქვა. ივანამ ჩიკაგოში იმშობიარა. წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი და ქართველი მომღერლის სიყვარული რამდენიმე წლის წინ დაიწყო.  საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოსული ივანა მელაის სკანდალური იმიჯი ჰქონდა. ინტერვიუებში ამბობდა, რომ მის ოჯახს კიევში უღალატეს და სამშობლოში ვერ ჩადიოდა, რადგან ეს მისი ოჯახისთვის საშიში იქნებოდა.

საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და მადლობელი იყო თბილისის, რომელმაც ის გულთბილად მიიღო. 

ივანამ და გურამიკომ
რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს.

გურამიკოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბიჭი. მისი და ხატია შამუგიას შვილი, ნიკა უკვე 16 წლისაა.

გურამიკოს და ივანას ვულოცავთ პატარას დაბადებას და ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.


RatingRating
ბეჭდვა