02 დეკემბერი, 2016
გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე გოგონას ელოდებიან - „გვითხრეს გოგოაო“
ვახტანგ რჩეულიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მალე მათ ოჯახს ახალი წევრი, გოგონა შეემატება. 

„დღეს ჩემი და მაიას ქორწინების დღეა. 1978-ში დავქორწილდით. 1979 -ში გუკა გაჩნდა, 2007-ში-კატო. გუკას მეორე შვილს ველოდებით-გვითხრეს გოგოაო!

ოჯახში მატრიარქატია-მარიტას და პატარა მაიას თუ დაუმატებთ (ჩემი და მაიას დებისაგან) ოთხი შვილიშვილი გოგო გვეყოლება 1 ბიჭზე-ზაზუკაზე!. ბებია და მამა ციხეში ჰყავთ. ჩვენი ოჯახისათვის ასეთი წამება , ანუ ტყუილად დაჭერა ხელისუფლების ჰობი გახდა: ბებია თინა 37-ში იჯდა, მამა შალვა 1985-ში. ყველანი
გაამართლეს. ამჯერადაც ასე იქნება! ჩვენ რჩეულიშვილები ვართ! დიდი პაპა ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორს კომუნისტმა სტუდენტებმა და პედაგოგებმა.

მაიამ ათასობით ადამიანს ქონება გადაურჩინა სახელმწიფოს მხრიდან გაძარცვისაგან, რისთვისაც თვითონ გაძარძცვეს და დაიჭირეს. კომუნისტების დროინდელ ჩამშვებ- "დანოსჩიკებს" და პროკურატურის მიერ წახალისებულ დღევანდელ "დაზარალებულებს" ჰგონიათ,რომ გაიმარჯვეს, სინამდვილეში კი იმ რეჟიმმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, მაიას დაპატიმრებით გახარებულ 30-მდე კაცის გამო ათასობით პატიოსანი კლოიენტი დაზარალდა. სინამდვილე კი ასეთია: კომპანიას ჰქონდა და აქვს აქტივები მშენებლობების დასამთავრებლად, მაგრამ ვერ იხდის გადასახადებს.

ეს ხელისუფლებამ 2010 წლიდან იცის და ჯიუტად სხვას პატიობს ვალებს და არა "ცენტრ-პოინტს"! ალბათ ვინმეს აწყობს ასეთი "ნაღმის" არსებობა...ყველაფერი მაინც კარგად იქნება! მაო მაგარია“!

ბეჭდვა