01 დეკემბერი, 2016
ინგა გრიგოლიას შვილი სამსახურიდან წავიდა - „ინგა, მოგიწევს ჩემი რჩენა“!
ინგა გრიგოლიას შვილი - მარი გრიგოლია ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შსს-დან თავისი სურვილით მიდის.

„მოკლედ რა....სანამ ახალ უფროსს მოიყვანენ საზღვრის დაცვაში და საზოგადოებას იმის მტკიცებას დაუწყებენ, რომ თურმე გენერალურმა ინსპექციამ აუცილებლად უნდა შეამოწმოს გამეზარდაშვილის მუშაობის პერიოდი(რაზეც მთელი გულით მეცინება), ბარემ დავწერ და ვიტყვი-ვტოვებ სამსახურს იმ ყველაზე მაგარ, ყველაზე ღისეულ გენერალთან ერთად, რომელმაც საქმე შემაყვარა და საქმის არანორმალური სიყვარული მასწავლა.

ასეთი დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებაში არასოდეს ვყოფილვარ....წამოვედი სამსახურიდან. ინგა გრიგოლია- მოგიწევს ჩემი რჩენა!!! უვრცელეთ ჭორები და იყავით! მართლა მეცინება“!, წერს მარი.
ბეჭდვა