23 ნოემბერი, 2016
მხოლოდ ერთი ბროწეული - ნახეთ რა შეუძლია მას
ბროწეულს უამრავი სასიკეთო თვისება აქვს. ბროწეულის წვენს ექიმები უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ანემია, მაღალი წნევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

თუმცა ბროწეულს გაცილებით ფართო შესაძლებლობები აქვს.

ხელს უწყობს წონის დაკლებას
წონაში დასაკლებად ბროწეულის წვენი და წყალი უნდა შეურიოთ თანაბარი რაოდენობით და დალიოთ 200 გრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გახდომაში დაგეხმარებათ, ასევე, ბროწეულის მარცვლებისა და ზეითუნის ზეთის ფაფა. ამისთვის ერთი საშუალო ზომის ბროწეულის მარცვლები ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ, მიღებულ მასას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და
კარგად აურიეთ.
მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. კურსი შეადგენს ერთ თვეს.

კვებავს სახის კანს
ბროწეულის წვენი საუკეთესო მატონიზებელი და მკვებავი საშუალებაა სახის კანისთვის. ამისთვის აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი კეფირი, 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ბროწეულის მარცვლები.

მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
ბროწეულის წვენი მდიდარია კალიუმით, რომელიც ასე აუცილებელია გულ-სისხძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისათვის. გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის უნდა დალიოთ 0,5 ჭიქა წვენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე 2-3 თვის განმავლობაში.

შველის გაციებისას
გაციების პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე ერთი ბროწეულის წვენი გააზავეტ ცოტაოდენ ადუღებულ წყალში. ამ სასმელს აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, ასევე, სწრაფად გაგათავისუფლებთ გაციების სიმპტომებისაგან.

სოფიო ბულაური
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხუანი
მომატებას რა უწყობს ხელს
20:53 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS