23 ნოემბერი, 2016
ფიჭვის გირჩები - იმკურნალეთ ინსულტის შემდეგ, აიცილეთ თრომბოზის საფრთხე და მოიწესრიგეთ წნევა
მაღალი წნევისა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობის სამკურნალოდ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ფიჭვის გირჩები, უფრო სწორად, ფიჭვის ყვავილისა და მტვრის საფუძველზე დამზადებული სპირტიანი ნაყენი.

ამგვარ ნაყენს, მასში შემავალი უამრავი სასარგებლო ნივთიერების გამო, იყენებენ არა მარტო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, არამედ ონკოლოგიური ახალწარმონაქმნების სამკურნალოდაც.

წითელი გირჩების სპირტიანი ნაყენი
გაავსეთ ერთლიტრიანი ქილა გაშლის პროცესში მყოფი ფიჭვის გირჩებით. გირჩები გაავლეთ წყალქვეშ, დაასხით არაყი და დადგით ბნელ ადგილას 2-3 კვირის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ ორმაგი მარლის მეშვეობით.
უნდა მიიღოთ მუქი წითელი სითხე.
სითხე გამოიყენეთ ინსულტის შემდეგ სამკურნალოდ - 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

გირჩების ნაყენი, რეგულარული გამოყენებისას, აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვებს, ეხმარება ნაწილობრივი დამბლის შემთხვევაში და ამცირებს თრომბოზის რისკს.

გამოყენების წესი:
მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. სეგიძლიათ სიტხე შეურიოთ თბილ ტკბილ ჩაის ან წყალს.

სოფიო ბულაური
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Этери Сурмава
უნდა გავსინჯო. მოგროვილ გირჩებს დავასხი მაგარი არაყი და დავდე ბნელ ადგილას 2 კვირით. მადლობა ტქვენ
12:00 / 08-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS