10 ნოემბერი, 2016
ქიშმიშის ნახარში - როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი შინაურ პირობებში
ღვიძლის გაწმენდა შინაურ პირობებში მარტივად შეიძლება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში.

ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს, ის ბუნებრივი, ანუ მუქი ფერის უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა წყალი.

150 გრამი ქიშმიში.

მომზადების წესი:

წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ კარგად გარეცხილი ქიშმიში. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ მთელი ღამით.

დილით ნახარში გადაწურეთ, ოდნავ შეათბეთ და დალიეთ უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.

სასურველია ამ პერიოდში შეზღუდოთ ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა