04 ნოემბერი, 2016
გინდათ გახდეთ უფრო ლამაზი? მიირთვით ბარდა
ეს პაწაწინა მწვანე მარცვლები დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე.
მაშ ასე, რა უპირატესობა აქვს ბარდას:

ცილა

ერთი ფინჯანი ბარდა 8 გრამ სუფთა ცილას შეიცავს. მასში მეტი ცილაა, ვიდრე ერთ კვერცხში ან ერთ სადილის კოვზ არაქისის კარაქში. ის ასევე შეიცავს ბოჭკოს დღიური ნორმის მესამედს. ამდენად, ბარდა საუკეთესო პროდუქტია წსახემსებლად. კარგადაც დანაყრდებით და არც ჯანმრთელობას და წონას ავნებთ.

ებრძვის კიბოსა და გულძმარვას

ბარდა მდიდარია ნივთიერებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგიერთი სახეობის კუჭის კიბოს განვითარების რისკს.
ის, ასევე, წარმატებით ებრძვის გულძმარვას, რადგან შეიცავს კუჭის მჟავას გამანეიტრალებელ ნივთიერებებს.

სილამაზე

ერთი ფინჯანი მწვანე ბარდა А ვიტამინის დღიური ნორმის 26%-ს შეიცავს. А ვიტამინი აქტიურად ებრძვის ნაოჭებს. ასევე, ბარდაში შემავალი С და К-1 ვიტამინების წყალობით თქვენი კანი ჯანმრთელ და თანაბარ ფერს მიიღებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Nana
Momzadebis wesic daweret
20:50 / 06-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS