აი, მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო ნიშნები:
ხალები
ხალები უწყინარი წარმონაქმნებია, მაგრამ თუ შენიშნეთ ხალი, რომელიც რაიმე ზემოქმედების, მაგალითად, მზის აბაზანების შემდეგ გაჩნდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჭაღარა თმა (40 წელზე ადრე)
თუ ახალგაზრდა ასაკში თმა 50%-ით ჭაღარა გაქვთ, თან ეს გენეტიკური არ არის, შესაძლოა დიაბეტის საფრთხე არსებობდეს.
დამსკდარი ტუჩები
ჩვეულებრივ, ეს ტემპერატურის ცვალებადობისა და ქარის შედეგია, მაგრამ თუ ტუჩები ხშირად გისკდებათ, შეიძლება ეს
შებერილი კისერი
ეს ნიშანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. კისერი იბერება და ფორმას კარგავს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს. ყველაზე ხშირად ეს 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში შეინიშნება.
თვალების სიწითლე
თვალის გარსი თეთრი უნდა უყოს. რა თქმა უნდა, ყინვისა და უძილობის შემთხვევები არ ითვლება. მოყვითალო ფერი შეიძლება სიყვითლის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიუთითებდეს. თუ თვალები გაგიწითლდათ, შეიძლება საქმე ჰიპერტონიას ან რაიმე ვირუსულ დაავადებას ეხებოდეს.
წითელი ხელისგულები
ხელისგულების სიწითლე ეგზემას ახასიათებს, თუმცა ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემებზეც მიანიშნებდეს.
წარბები
წარბებიდან თმის ცვენა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნიშანია.
ფრჩხილები
ფრჩხილებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენს ჯანმრთელობაზე. თხელი და დახეთქილი ფრჩხილები კალციუმის დეფიციტზე მიუთითებს.
ცვლილებები შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული ფუნქციითაც იყოს გამოწვეული.
სოფიო ბულაური