31 ოქტომბერი, 2016
ფეიხოა - ერთადერთი მცენარე მსოფლიოში, რომელიც უფრო მეტ იოდს შეიცავს, ვიდრე ზღვის პროდუქტები
ფეიხოა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ადვილად ათვისებადი ცილებისა და ცხიმების გამო ის დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. სადილის ან ვახშმის ნაცვლად მისი მირთმევა შეგივსებთ ვიტამინების დღიურ ნორმას და დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში.

ფეიხოა ერთადერთი მცენარეა მსოფლიოში, რომელიც უფრო მეტ იოდს შეიცავს, ვიდრე ზღვის პროდუქტები.

ფეიხოას ექიმები უნიშნავენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევისას და დატვირთული გონებრივი სამუშაოს დროს.

ფეიხოას აგრეთვე იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, როგოიცაა პიელონეფრიტი, პოდაგრა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, ბაზედოვის დაავადება, შეკრულობა.

ფეიხოა კარგი იმუნომასტიმულირებელი გახლავთ, ამიტომ მას მიმართავენ გაციებისა და გრიპის დაავადებების დროს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS