28 ოქტომბერი, 2016
რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი - შეანელეთ დაბერების პროცესი
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დილით თბილი ან ცხელი წყლის დალევა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცივის. ცხელი წყალი, განსაკუთრებით დილით უზმოზე, გაცილებით დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს და ესხმარება ორგანიზმს შლაკების უფრო სწრაფად გამოდევნაში. ცხელ წყალს სხვა იპირატესობებიც აქვს:

ასუფთავებს ორგანიზმს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დილით ცხელი წყლის დალაევა ორგანიზმს საწმლის მონელებასა და შლაკებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

ააქტიურებს მეტაბოლიზმს

თუ მუცლის არეში ხშირად გრძნობთ ტკივილს, დილით უზმოზე ერთი ჭიქა თბილი წყალი დალიეთ. თბილი წყალი ააქტიურებს მეტაბოლიზმს, რაც ორგანიზმს
ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება.

აყუჩებს ტკივილს

ბევრი სპეციალისტი ირწმუნება, რომ თბილი წყალი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. წყლის სითბო ადუნებს მუცლის კუნთებს და ტკივილიც ნელდება. თბილ წყალს კრუნჩხვების დროსაც შეუძლია დახმარება, რადგან აძლიერებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას და ადუნებს კუნთებს.

აჩქარებს ზედმეტი წონის დაკლებას

ერთი ჭიქა თბილი წყალი დილით უზმოზე დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დიკლოთ წონაში. თბილი წყალი ზრდის სხეულის ტემპერატურას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ასე რომ, თქვენი ორგანიზმი ასე უფრო სწრაფად წვავს კალორიებს.
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ თბილი წყალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ანელებს დაბერების პროცესს სწორედ ზემოჩამოთვლილი თვისებების წყალობით.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS