27 ოქტომბერი, 2016
ნუ გამოიყენებთ სველ ხელსახოცებს ბავშვებისთვის - შემაშფოთებელი უკუჩვენებები
მშობლისთვის, რომელსაც ბავშვის წესრიგში მოყვანა სწრაფად სჭირდება, სველი ხელსახოცები ძალიან მოსახერხებელია. იყენებენ არა მარტო პამპერსის გამოცვლისას, არამედ ხელების, პირის და სათამაშოების გასაწმენდადაც.

ვფიქრობდით, რომ მათი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა, თუმცა ტყუილად.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ სველი სალფეთქის გამოყენება ბავშის კანისთვის საზიანოა. ექიმები მშობლებს ურჩევენ თავი შეიკავონ სველი ხელსახოცისის გამოყენებისგან, რადგან ეს გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ სველი სალფეთქის გამოყენება საფრთხეს წარმოადგენს, ერთი მთავარი ინგრედიენტის შემცველობის გამო.


Rating
კვლევის შედეგები შემაშფოთებელია: ბავშვებს სხვადასხვა
სახის რეაქცია აღენიშნათ - ქავილი, სიწითლე, აქერცვლა და გამონაყარი კანზე.

8 წლის გოგონას გამონაყარი გაუჩნდა დუნდულებსა და პირის გარშემო. ექიმმა დაუდგინა, რომ გამონაყარის მიზეზი სწორედ სველი ხელსახოცი იყო, რასაც დედაც ადასტურებს.

რამდენიმე წლის მანძილზე პროფესორი დერმატოლოგი და პედიატრი, ექიმი მერი ვუ ჩანი 5 სხვადასხვა ბავშვს აკვირდებოდა. ყოველჯერზე ის მშობლებს ურჩევდა სველი ხელსახოცი არ გამოეყენებინათ და უარყოფითი რეაქცია ყოველთვის ქრებოდა.

გაირკვა, რომ ეს არის ალერგიული რეაქცია მეთილიზოტიაზოლინზე, რაც სველი ხელსახოცის შემადგენლობაში შედის.

მეთილიზოტიაზოლინს ხელსახოცების უამრავი ბრენდი შეიცავს, ახლა კომპანიები ცდილობენ მას ნატურალური შემცველი მოუძებნონ.

ამიტომ, დიდი ყურადღება მიაქციეთ სველი სალფეთქის შემადგენლობას. თუ შემადგენლობაში "მეთილიზოტიაზოლინს" აღმოაჩენს, ბავშვის გასასუფთავებლად ნუ გამოიყენებთ.

ლეა ხიმშიაშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS