27 ოქტომბერი, 2016
რძე და საკვები სოდა - შეინარჩუნეთ ჯანმრთელი და ლამაზი ფეხები
ბევრი ხელებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ფეხებს, არადა, მოვლილი, ლამაზი ფეხების გამო შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიიქციოთ.

მართალია, თანამედროვე ცხოვრების გიჟური რიტმი სულ უფრო ნაკლებ დროს ტოვებს სილამაზის სალონებისა და სპორტდარბაზებისთვის, მაგრამ თავის მოსავლელად შეგიძლიათ შინ გამონახოთ დრო.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ფეხების მოვლაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

2-4 ჭიქა რძე.
3 სადილის კოვზი საკვები სოდა.

მომზადების წესი:

თასში ჩაასხით 2-4 ჭიქა თბილი რძე ჩაასხით და დაუმატთ 3 სადილის კოვზი საკვები სოდა, კარგად აურიეთ და ჩაყავით ფეხები
10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ და ფეხის კრემი წაისვით.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS