26 ოქტომბერი, 2016
8 ნიშანი, რომ თქვენი თირკმლები საშიშროების წინაშე დგას
თირკმელი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნაზეა პასუხისმგებელი, ყოველდღიურად 10-დან 140 ლ-მდე სისხლს ფილტრავს.

თირკმელი სხეულიდან გამოდევნის უსარგებლო ნარჩენებს, უნარჩუნებს ძვლებს ჯანმრთელობას, არეგულირებს სისხლის წნევას და ზრდის სისხლის წითელ უჯრედებს.

ამიტომ, თირკმლის ფუნქციის დარღვევა მთელს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება.

ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი სიმპტომებით თირკმლის დაავადების აღმოჩენა შეგიძლიათ:

1. შარდის ცვლილება

ყველაზე ადრეული სიმპტომი:

ქაფიანი შარდი

მუქი ფერის შარდი, იშვიათი
და მწირი შარდდენა

შარდვა ღამღამობით

შარდდენის დროს წნევის შეგრძნება

როცა შარდვა გიჭირთ

ღია ფერის, სწრაფი და უხვი შარდვა

2. შეშუპება

თუ თირკმლის მუშაობა შეფერხდება, ის ვერ ახერხებს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოყოს, იწვევს, სახის, კიდურებისა და სახსრების შეშუპებას.

3. ქოშინი

ეს თირკმლის დაზიანების ხშირი შედეგია. ფილტვებში გროვდება ტოქსინები, სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას იწვევს, რაც სისხლში ჟანგბადის დონეს ამცირებს.

4. კანის გამონაყარი

თირკმლის პრობლემა ხშირად ქავილითა და კანზე გამონაყარითაც ვლინდება.

5. მეტალის გემო

სისხლში დაგროვილი ნივთიერებები. რაც ვერ გამოიყოფა საკვებს გემოს უცვლის და პირში არასასიამოვნო სუნს იწვევს. მადის დაკარგვა და საკვების უჩვეულო გემო თირკმლის პრობლემაზე მიანიშნებს.

6. დაბნეულობა და თავბრუსხვევა

თიკმლის უკმარისობა, ისევე როგორც ანემია ტვინში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს, რაც მეხსიერების გაუარესებას, გაფანტულობას, თავბრუსხვევას და სისუსტეს იწვევს.

7. ტკივილები

თირკმლის მიდამოში ტკივილი, თირკმელში კენჭის დაგროვებას ან საშარდე გზების ინფექციას ნიშნავს.

8. გადაღლილობა

ჯანმრთელი თირკმელი ჰორმონ ერითროპოეტინს გამოყოფს, ეს ზრდის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას, რაც ორგანიზმს საჭირო ჟანგბადს აწვდის. თუ მათი რაოდენობა შემცირდება, გადაღლილობის განცდას იწვევს, ასევე თავის ტვინისა და კუნთების მუშაობის დარღვევას. ეს მიზეზები ასევე ანემიაზე მიანიშნებს.

თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის რაციონში შეიტანეთ, ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები და სასარგებლო დანამატები.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS