26 ოქტომბერი, 2016
კვერცხის ნიღაბი ხელის კანის გასაახალგაზრდავებლად
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელების ახალგაზრდობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახის კანის.

კვერცხის ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, აუმჯობესებს ხელის კანის ელასტიკურობას.

მომზადების წესი:

გააცალკევეთ ერთმანეთისგან კვერცხის ცილა და გული. ცილას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი.

მიღებული მასა ფუნჯით წაისვით ხელებზე და დააცადეთ, ვიდრე გაშრება. შემდეგ საპნითა და წყლით ხელები კარგად დაიბანეთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა