25 ოქტომბერი, 2016
ასთმა, პნევმონია, ტუბერკულოზი, გულის პრობლემები, ართრიტი, ხველება - ნახეთ რა შეუძლია რძეში მოხარშულ ნიორს
ნივრის სამკურნალო თვისებები ფართოდ არის ცნობილი, მაგრამ ეს არომატული მცენარე ყოველ ჯერზე აოცებს ადამიანებს.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც უნივერსალური საშუალებაა საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ინგრედიენტები:
500 მილილიტრი რძე.
10 კბილი დაქუცმაცებული ნიორი.
2-3 ჩაის კოვზი შაქარი.
250 მილილიტრი წყალი.

მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, შემოდგით ცეცხლზე და როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე მოცულობა ნახევრამდე არ აორთქლდება. შემდეგ გადმოდგით გადაწურეთ და დაუმატეთ შაქარი.

დალიეთ, სანამ ცხელია.

ასთმის შეტევები მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ, თუ
ყოველ საღამოს 3 კბილ ნიორს შეჭამთ.

პნევმონიას ადვილად უმკურნალებთ და უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებით, თუ ნივრიან რძეს დღეში 3-ჯერ დალევთ.

ნივრიანი რძე გულის პრობლემების მკურნალობაშიც დაგეხმარებათ, განსაკუთრებით, თუ ნიორს უცხიმო რძეში მოხარშავთ.
ეს სასმელი, ასევე, დაგეხმარებათ სიყვითლის, ფილტვების ტუბერკულოზის, ართრიტის, იმპოტენციის, უძილობისა და ხველების მკურნალობაში.

სოფიო ბულაური 

წყარო


ბეჭდვა