25 ოქტომბერი, 2016
იღებს თუ არა თქვენი ფარისებრი ჯირკვალი საკმარის იოდს - როგორ შეამოწმოთ ეს
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის სხეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. მას პეპლის ფორმა აქვს და ყელის წინა ნაწილშია განთავსებული. სულ 30 გრ-ს იწონის, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი უმთავრესი შინაგანი ორგანოა. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, გავლენას ახდენს მეტაბოლიზმსა და სხეულის ტემპერატურაზე.

იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვალი სრულფასოვნად ასრულებდეს თავის ფუნქციას, ის ორი ნივთიერებით უნდა მომარაგდეს - იოდი და მარგანეცი.

ამ ორ ნივთიერებას შორის, იოდი უფრო მნიშვნელოვანია, რაც დიდ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხშირი პრობლემაა.
როგორ გაიგოთ, იღებს თუ არა თქვენი ორგანიზმი საკმარის
იოდს:

უბრალოდ აიღეთ იოდი, დაასველეთ ბამბა და წაისვით მაჯის შიდა მხარეს.

თუ იოდის ლაქა 24 საათზე ადრე გაქრება, ე.ი. თქვენი ფარისებრი ჯირკვალი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარის იოდს ვერ იღებს.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, როგორ ჩაიტაროთ ტესტი:

ექსპერიმენტის ჩატარება დღის ნებისმიერ ნაწილში შეგიძლიათ, მაგრამ შედეგი მაქსიმალურად ეფექტური იქნება, თუ იოდს ხელზე დილით, შხაპის მიღების შემდეგ წაისვამთ.

ლაქა ნებისმიერი ზომის შეიძლება იყოს, მთავარია დარწმუნდეთ, რომ იოდი ხელის მეორე მხარეს არ გადადის.

ჩაიწერეთ ზუსტი დრო, როცა იოდს წაისვამთ და მის მდგომარეობას რეგულარულად დააკვირდით.

საერთო ჯამში, უნდა გესმოდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად შეიწოვება იოდი კანში, მით მეტად განიცდის მის ნაკლებობას.

1. თუ ლაქა 24 საათის მერე დაიწყებს გაღიავებას, ე.ი. ყველაფერი ნორმალურადაა.

2. თუ ლაქა 18-24 საათის შემდეგ მთლიანად გაქრება - ე.ი. ცოტაოდენი დეფიციტი გაქვთ, მაგრამ საშიში არ არის.

3. თუ ლაქა 12-18 საათის შემდეგ გაქრება - თქვენი ორგანიზმი იოდის დეფიციტს განიცდის და ამას აუცილებლად უნდა უშველოთ.

4. თუ ლაქა 6-12 საათის მერე გაქრა თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ. ხოლო თუ ლაქა 6 საათძე ნაკლებ დროში ქრება, სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს.

როგორ მოიქცეთ, თუ ტესტი უარყოფით შედეგებს გიჩვენებთ

თქვენ შეგიძლიათ ამგვარად შეიმოწმოთ თავი ყოველ 2 კვირაში. ასე შეძლებთ ორგანიზმში იოდი აკონტროლოთ.

თუ იოდის დეფიციტი აღმოგაჩნდათ, გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი, მაგრამ თუ ნაკლებობას მხოლოდ მცირედით განიცდით, მაშინ სწრაფი ზომების მიღება საჭირო არ არის, მთავარია რაციონი აკონტროლოთ.

მიიღეთ მეტი შემწვარი კარტოფილი, მოცვი, შავი ზეთისხილი, კრევეტები, კონსერვირებული თინუსი. დაგეხმარებათ ასევე თევზის ჩხირები, გამხმარი წყალმცენარეები, ინდაურის ხორცი, რძე, მოხარშული კვერცხი, იოგურტი, ყველი და ბანანი. და იოდის შემცველი კიდევ ერთი მთავარი ინგრედიენტია - მარწყვი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS