პლასტმასის ბრინჯი ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ მოხარშვის შემდგ არ რბილდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ყალბი ბრინჯი გამოდის "China’s Wuchang rice"--ის სახელწოდებით. საქმე ის არის, რომ რეალური "Wuchang rice"-ი მსოფიოში ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხით, შესაბამისად, მაღალი ფასით. სწორედ ამიტომ აირჩიეს გამყალბებლებმა აღნიშული ბრენდის სახელის გამოყენება თავისი პროდუქტის გასასაღებლად.
სამი ფინჯანი პლასტმასის ბრინჯის მირთმევა იგივეა, რაც ერთი პოლიეთილენის პაკეტის შეჭმა. ეს ძალიან სახიფათოა და შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჯანმრთელობას, უფრო მეტიც, შესაძლოა ფატალური შედეგიც კი ჰქონდეს.
პლასტმასის ბრინჯის შესახებ სიმართლე გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროდუქტის ჩინეთის საზღვრებს გარეთ გატანა დაიწყეს. მისი ექსპორტი ხდება ინდოეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში.
ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ აღნიშნული ბრინჯი საქართველოშიც გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად ეს არ არის დადასტურებული. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ფრთხილად ვიყოთ, და უცნობი მწარმოებლისა თუ დისტრიბუტორის პროდუქტს მოვერიდოთ.
ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება პლასტიკური მასალისგან ბრინჯის წარმოება: იხილეთ ვიდეო