20 ოქტომბერი, 2016
გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა - გასინჯეთ ეს სასმელი
მაღალი არტერიული წნევა გაცილებით ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, არტერიის დაცობის, ინსულტისა და თირკმლების უკმარისობის რისკს.

ამიტომაც აუცილებელია წნევის გაკონტროლება არა მარტო საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

მაღალი წნევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. არსებობს რისკფაქტორები, რომელთა შორისაა:

ასაკი.

ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.

ზედმეტი წონა.

ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.

სტრესი.

მოწევა.

კალიუმის დეფიციტი.

ზედმეტი მარილის მოხმარება.

ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი და თირკმლების დაავადებები.

როგორ გავაკონტროლოთ მაღალი წნევა:

მოიხმარეთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი.

ივარჯიშეთ რაც შეიძლება მეტი.

მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს წნევის მატებას.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც წნევის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

2 ლიტრი წყალი.

150 გრამი ნიახური.

150 ფინიკი.

მომზადების წესი:

ოხრახუში და ფინიკი გარეცხეთ. ნიახური დაჭერით, დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ქვაბში მოათავსეთ და 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადაწურეთ და დალიეთ როგორც ჩაი, რაც შეიძლება ხშირად.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატო
ოხრახუსჰი ტუ ნიახური?
11:30 / 25-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS