20 ოქტომბერი, 2016
გახდით სწრაფად და უმტკივნეულოდ - ეს ძალიან მარტივია
დასვენების დღეებში, როცა უფრო მეტი დრო გაქვთ, გამოიყენეთ ქვემოთ შემოთავაზებული სასმელი.

ეს სიროფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. რეცეპტში მითითებული ინგრედიენტები აჩქარებს ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესს, შესაბამისად, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესი, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი კოჭა (ჯანჯაფილი, იმბირი).

1 ჩაის კოვზი წიწაკა ჩილი.

1 ჩაის კოვზი შაქრის ნეკერჩხლის სიროფი.

2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

300 მილიგრამი წყალი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და
კარგად დააქუცმაცეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა დალიეთ ძილის წინ.

მეტაბოლიზმს აჩქარებს შემდეგი წვენიც:

ინგრედიენტები:

2 პომიდორი.

4 კბილი ნიორი.

6 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

500 მილიგრამი წყალი ყინული სკუბიკებით.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ წვენსაწურში და ჩართეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე ერთი წუთის განმავლობაში. მიღებული მასა დალიეთ დილით, საუზმის წინ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS