19 ოქტომბერი, 2016
მშიერი ძილი საზიანოა! - სასარგებლო პროდუქტები კარგი ძილისთვის
დღეს ყველა ამტკიცებს, რომ ღამით ჭამა საზიანოა. თუმცა, სინამდვილეში მშიერი ძილი გაცილებით სახიფათოა. მოგიყვებით, თუ რა უნდა მიირთვათ ძილის წინ, იმისთვის, რომ თქვენი სხეული არ გაგინაწყენდეთ და ლამაზი სიზმრები იხილოთ.

ძილის წინ იდეალურია გვირილას ჩაი. ამშვიდებს და ეფექტური საშუალებაა კარგი ძილისთვის. აღიარებულია, როგორც ბუნებრივი წამალი.

ძილის წინ შესანიშნავია ჭიქა თბილი რძე. რძე ტრიფტოფონის შემცველია, რაც დამშვიდებაში ეხმარება.

თუ თბილ რძეს ან ჩაის ცოტაოდენ თაფლს დაუმატებთ, ღრმა ძილი გარანტირებული გაქვთ. არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ თაფლი ცივ
სასმელთან, რადგან გამოგაფხიზლებთ.

ძილის წინ ასე იდეალურია ბანანი. ბანანი შეიცავს სეროტონინს, რაც აგიმაღლებთ განწყობას, მაგნიუმს, რომელიც კუნთების მოდუნებაზე აგებს პასუხს.

თუ ძალიან მცირე რაოდენობით მიირთმევთ, შეგიძლიათ მიიღოთ გამომცხვარი კარტოფილი. კარტოფილი შეიწოვს მჟავებს, რომლებიც ხელს უშლის საკმარისი რაოდენობით ტრიპტოფონის გამოყოფას.

ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ყველასთვის ცნობილი შვრია თაფლის ან სელის მარცვლების დანამატით - ეს შფოთის, სტრესისა და პანიკის განცდას მოგიხსნით.

ნუში და ინდაურის ხორცი მდიდარია ტრიპტოფონით. ინდაურის ხორცი უმჯობესია ხორბლის პურთან ერთად მიირთვათ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS