18 ოქტომბერი, 2016
ვისთვის არის ხურმა სასარგებლო - გამოიყენება უამრავი დაავადების პროფილაქტიკისთვის
ხურმა სასარგებლოა უამრავი დაავადების პროფილაქტიკისთვის.

ხურმა რეკომენდებულია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ხურმა ტკბილია, დაბალკალორიულია.
ხურმის ჩირი ვალოკორდინის შემცვლელია, ჰიპერტენზიული დაავადების შემთხვევაში. მიირთვით 2-3 ნაყოფი ყოველდღიურად.

ხურმა დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებთან ბრძოლაში.

დიარეის შემთხვევაში, ხურმის 6 ნაყოფი დაჭერით ნაწილებად და დაასხით 3 ჭიქა ცხელი წყალი. დაახურეთ საცობი და გააჩერეთ ნახევარ საათს. გააგრილეთ და დალიეთ ყოველ 2-3 საათში თითო ჭიქა.

მიირთვით ხურმა საუზმეზე
და თქვენი შრომისუნარიანობა გაგაოცებთ.

კარგია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ფილტვების დაავადებისა და თირკმელში კენჭების დროს.

შარდმდენი და მატონიზირებელი საშუალებაა, მიიღეთ ცუდ განწყობაზე ყოფნისას. აუმჯობესებს მხედველობას და ორგანიზმს დროზე ადრე დაბერების საშუალებას არ აძლევს. ხურმის მოყვარულები ხშირად ღრმამოხუცებულობამდე ცოცხლობენ.

ხურმის ნაყოფის ყუნწი გამოიყენება ღამისა და ასაკობრივი შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში.

ხურმის 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ყუნწი დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთს და გააჩერეთ 1 საათს თავდახურული. მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1/3 ჭიქა.

დიაბეტის შემთხვევაში ხურმით გადაძღომა დაუშვებელია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS