13 ოქტომბერი, 2016
ეს სასმელი შველის სახსრებისა და კუნთების ტკივილს, შაკიკს, ციებ-ცხელებასა და კუჭის წვას - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა
რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მისი მთავარი ინგრედიენტი - კოჭა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და შეუძლია აქტიურად ებრძოლოს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის ანთებით პროცესებს, ჰორმონალურ დისბალანსს, კუნთების შეკუმშვას, რაც შეიძლება შაკიკის გამწვავების მიზეზი გახდეს. ამშვიდებს კუჭს და აქრობს გულისრევის შეგრძნებას, რაც, ასევე, შეიძლება შაკიკის სიმპტომი იყოს.

კოჭა ეხმარება გულს და არეგულირებს სისხლის წნევას. მასში შემავალი ნივთიერებები აყუჩებენ სახსრებისა და კუნთების, ასევე, ართრიტით გამოწვეულ ტკივილს.

ინგრედიენტები:

კოჭას მცირე ზომის ფესვი.

თაფლი.

ნახევარი ლიმონი.

3 ჭიქა
წყალი.

მომზადების წესი:

კოჭას ფესვი გახეხეთ, დაასხით წყალი და ლიმონის წვენი, ბოლოს დაუმატთ თაფლი, კარგად მოურიეთ და მიღებული
რაოდენობა დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

სასმელი შეგიძლიათ დალიოთ მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული პრობლემები არ გაწუხებთ - ის გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Shakiks atshvelu
00:39 / 20-10-2016
გამოხმაურება / 0 /
xvicha
კოჭას ფესვი სად უნდა ვიშოვო
13:31 / 18-10-2016
გამოხმაურება / 0 /
Асмати
Тапли рамдени унда?
23:46 / 14-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS