06 ოქტომბერი, 2016
როგორ მოიხსნათ კბილის ნებისმიერი ტკივილი სულ ერთ წუთში
გამაყუჩებელი წამალი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში - სწრაფად და მარტივად.

კბილის ფესვის ნებისმიერი დაზიანება დიდ ტკივილს იწვევს. ნერვის დაზიანების გარდა არსებობს სხვა ბევრი მიზეზიც:

კბილების დაშლა;

კბილის დაკარგვა;

კბილის მოტეხვა;

კარიესი;

ღრძილების ანთება;

ყბის სახსრების ანთება;

ცუდად დაპლომბილი კბილი.

ძლიერი კბილის ტკივილი ადამიანს ცხოვრებას უმწარებს უჭირს ძილი, ჭამა, საუბარი.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირად სტომატოლოგს უნდა ეწვიოთ, თუმცა ყოველთვის არ გაქვთ ამის შესაძლებლობა ან იქნებ კბილი დასვენების დღეს აგტკივდათ, მაშინ უნდა სცადოთ სახლში დამზადებული გამაყუჩებელი
საშუალება, რაც ტკივილს დროებით შეგიმსუბუქებთ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელები გამაყუჩებელი საშუალება:

ინგრედიენტები

1/2 ჩ.კ მიხაკის ფხვნილი.
1/2 ჩ.კ ქოქოსის ზეთი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

აურიეთ ორივე ინგრედიენტი შუშის კონტეინერში.

კბილის ჯაგრისის საშუალებით ნარევი მტკივან კბილზე დაიდეთ.

უმჯობესია პროცედურა დღეში 3-ჯერ გაიმეოროთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS