29 სექტემბერი, 2016
ოხრახუშის თესლი გათავისუფლდით მარილებისგან
ოხრახუშს, განსაკუთრებით მის თესლს, ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვს, ორგანიზმიდან გამოდევნის მარილებს, ამაღლებს საშვილოსნოს, ნაწლავებისა და საშარდე ბუშტის მუსკულატურის ტონუსს.

ხალხურ მედიცინაში ოხრახუშს მადის გასაძლიერებელ საშუალებადაც იყენებენ.

ოხრახუშის თესლს იყენებენ, აგრეთვე, გულის დაავადებებით გამოწვეული შეშუპებების სამკურნალოდ, თირკმლებიდან და საშარდე ბუშტიდან კენჭების გამოსადევნად.

4 ჩაის კოვზ დაფქულ ოხრახუშის თესლს და 1 ჩაის კოვზ ჭეოს ( ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. გამოიყენება მედიცინაშიც) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ
15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ თითო სადილის კოვზი 4-6-ჯერ დღეში.

შეგიძლიათ ცივი ნაყენიც გამოიყენოთ: 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში, დაუმატეთ ცოტაოდენი რძე. დალიეთ მეოთხედი ჭიქა 4-ჯერ დღეში.

რეცეპტის გამოყენების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS