29 სექტემბერი, 2016
მოერიეთ ქერტლსა და ჭაღარას - ეს რეცეპტი გამოცდილია
ჭაღარა, მართალია, დაბერების პროცესის თანამდევია, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ის შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად ცუდი კვებით, ქიმიოთერაპიით, საკვები ნივთიერებების დეფიციტით, გენეტიკით.

შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი თმის ნატურალური ფერის დაბრუნებაში. ეს რეცეპტი კარგია მათთვისაც, ვისაც ქერტლი აწუხებს.

3 სადილის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

50 მილილიტრი ქოქოსის ზეთი.

მომზადების წესი:

დაიბანეთ თავი, ერთმანეთში აურიეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი და მიღებული მასა მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ ტავის კანში. გაიჩერეთ 45 წუთის ან
ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

სოფიო ბულაური 

ბეჭდვა