29 სექტემბერი, 2016
უნივერსალური რეცეპტი ჯანმრთელობისთვის - გაიძლიერეთ იმუნიტეტი
თუ ხშირად გაწუხებთ ინფექციით გამოწვეული დაავადებები ან ადვილად ცივდებით, ეს რეცეპტი ადვილად მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მასში შემავალი ინგრედიენტები დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზეც.

ინგრედიენტები:

2 ლიტრი წყალი.
4 ლიმონი.
4 კბილი ნიორი.
4 სანტიმეტრი კოჭას ფესვი.

მომზადების წესი:

ლიმონი კანიანად დაჭერით და დანარჩენ იგრედიენტებთან ერთად ( წყლის გარდა) ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და შეათბეთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი და ურიეთ, ვიდრე მასა დუღილს არ დაიწყებს. ამის შემდეგ ქვაბი გადმოდგით და როცა
გაგრილდება, მინის ქილაში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

დალიეთ ერთი ჭიქა ყოველ დილით უზმოზე. ასევე, შეგიძლიათ დაძინებამდე ორი საათით ადრე დალიოთ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც ცარიელ კუჭზე.

და კიდევ, გამოყენების წინ ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS