28 სექტემბერი, 2016
გინდათ სწრაფად გაგეზარდოთ თმა და დაუბრუნოთ ბზინვარება? გამოიყენეთ საკვები სოდა
საკვები სოდა, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და დიდხანს უნარჩუნებს ბზინვარებას.

შეგიძლიათ ის შამპუნის ნაცვლადაც გამოიყენოთ და დატკბეთ ხანგრძლივი ეფექტით.

მომზადების წესი:

აურიეთ ერთმანეთში საკვები სოდა და წყალი პროპორციით 1:3. მაგალითად, თუ გრძელი თმა გაქვთ, 3 სადილის კოვზ საკვებ სოდას დაუმატეთ 9 სადილის კოვზი წყალი.

მიღებული ნაზავი მთელ სიგრძეზე წაისვით მშრალ ან სველ თმაზე - ძირიდან წვერამდე. გაიჩერეთ 1-3 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შემდეგ თმაზე ძმრიანი წყალი გადაივლეთ. ძმარი წყალში უნდა
გააზავოთ პროპორციით 1:4.

ეფექტს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რამდენიმე გამოყენების შემდეგ კი თმა უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას, უფრო ბზინვარე და ჯანსაღი იერის გახდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS