28 სექტემბერი, 2016
მოიმარაგეთ სასარგებლო ნივთიერებები და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა - ნუ აუვლით გვერდს ამ მცენარეს
მრავალძარღვას ჯერ კიდევ ათასი წლის წინ იყენებდნენ სამკურნალოდ. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, К ვიტამინს, კალციუმს და ბეტაკაროტინს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და სისხლის შემაჩერებელი თვისებები.

მრავალძარღვას ნედლი ფოთლები შეგიძლიათ სალათებსაც დაუმატოთ.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, მრავალძარღვა დამაშვიდებლად მოქმედებს კანის დაავადებებით გამოწვეული ტკივილისა და ქავილის, ფურუნკულების, მწერების ნაკბენისა და მსუბუქი ჭრილობების დროს.

შეგიძლიათ მოამზადოთ სირიფი, ნაყენი ან ჩაი.

მრავალძარღვა ადვილად მოგიგვარებთ საჭმლის მონელების და მენსტრუალური სპაზმების პრობლემებს. ასევე, კარგი საშუალებაა კანის
დაავადებისა და ართრიტის სამკურნალოდ.

მრავალძარღვა, მასში შემავალი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მხედველობას, იცავს თვალს ყვითელი ლაქების დეგენერაციისაგან, რამაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს.

მრავალძარღვას ჩაი:

1 სადილის კოვზი ნედლი ან გამხმარი მრავალძარღვა.

1 ჭიქა ადუღებული წყალი.

1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

მრავალძარღვა, ფესვებიანად და ფოთლებიანად დაქუცმაცებული, მოათავსეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 10 წუთით.
შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ როგორც ჩაი. თუ ტკბილი ჩაი გიყვართ, ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა