27 სექტემბერი, 2016
ლიმონის ნიღბები - სილამაზე სუფთა კანიდან იწყება
სილამაზე სუფთა კანიდან იწყება. ლამაზი სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა. მიზნის მიღწევაში ბუნებრივი ნიღბები დაგეხმარებათ, რომელთა მთავარი ინგრედიენტი ლიმონია.

ლიმონის წვენი

ყოველდღე სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით ლიმონის წვენი და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ეს პროცედურა აუმჯობესებს სახის კანის ფერს და აქრობს ლაქებსა და ნაწიბურებს.

ლიმონი, პომიდორი და კურკუმა

ერთმანეთში აურიეთ სამი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი პომიდვრის წვენი და ერთი მწიკვი კურკუმა. ამ სამი ინგრედიენტის თვისებები საოცრად მოქმედებს სახის კანზე და თქვენ არაჩვეულებრივ
შედეგს მიიღეთ. წაისვით მიღებული მასა სახეზე და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ლიმონი, რძე და თაფლი

აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და თაფლი და ერთი სადილის კოვზი მშრალი რძე. მოღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი ყოველდღე და თქვენი სახის კანი თანაბარ და სასიამოვნო ელფერს მიიღებს.

გაითვალისწინეთ: ლიმონის სასარგებლო თვისებების მიუხედავად, კანზე მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. ნუ გამოიყენებთ ლიმონის წვენს, თუ სახეზე ღია იარა ან გამონაყარი, ასევე, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS