22 სექტემბერი, 2016
შვრია - ნახარში, რომელიც ყველა შემთხვევაში დაგეხმარებათ
შვრიის ნახარში საუკეთესო დამხმარე საშუალებაა ანემიის, ნეფრიტის, პნევმონიის, ბრონქიტის, ტრაქეიტის მკურნალობისას. ის, ასევე, ძალიან სასარგებლოა თირკმლების დაავადების, პანკრეატიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში.

გარდა ამისა, შვრიის ნახარში აძლიერებს ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებსა და გულის კუნთს. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, გაციებისას მოქმედებს როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.

ინგრედიენტები:

3 სადილის კოვზი ჩენჩოგაუცლელი შვრიის მარცვალი.

3-3,5 ლიტრი წყალი.

მომზადების წესი:

შვრიის მარცვლები ოდნავ დაფქვით ყავის საფქვავის მეშვეობით, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ კიდევ 10-15 წუთი
ადუღეთ. შემდეგ ქვაბი შეფუთეთ და გააჩერეთ 7 საათის განმავლობაში. შემდეგ ახადეთ თავსახური და მოაცილეთ მასზე მიკრული ჩენჩო. კარტოფილის საჭყლეტით კარგად დაჭყლიტეთ მოხარშული შვრიის მარცვალი.
ამის შემდეგ ნახარში გადაწურეთ. მიიღებთ დაახლოებით ერთ ლიტრ ნახარშს.

დალიეთ თითო ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ერთი თვის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

გაითვალისწინეთ: სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა ჩენჩოგაუცლელი მთლიანი შვრიის მარცვალი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS