21 სექტემბერი, 2016
მზესუმზირა - მხოლოდ ერთი პროდუქტი მოგიწესრიგებთ წნევას
მაღალ წნევას ქიმიური პრეპარატების გარდა ბევრი ხალხური რეცეპტებითაც მკურნალობს. ბუნებრივი ინგრედიენტები თითქმის ყოველთვის უსაფრთხოა.

დღეს შემოთავაზებული რეცეპტის მოსამზადებლად მხოლოდ უმი მზესუმზირა დაგჭირდებათ.

ნახევარლიტრიანი ქილა აავსეთ უმი მზესუმზირით. მზესუმზირა არ გაარჩიოთ, ოღონდ კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე.

როგორც კი წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 2 საათის განმავლობაში ისე, რომ თავზე არ გადახადოთ. შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ.

ნახარში დალიეთ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით (100 მილილიტრი). მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
შემდეგ შეისვენეთ 5 დღით და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.

თუ დღის განმავლობაში მითითებული რაოდენობის დალევას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ ნახევარი მოამზადოთ.

გაითვალისწინეთ: ხალხური რეცეპტი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და უარი არ უნდა თქვათ ექიმის დანიშნულებაზე.

უფრო მეტიც, ხალუხური რეცეპტის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულრაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS