08 სექტემბერი, 2016
ლიმონი, მარილი და წიწაკა ნებისმიერ წამალზე უკეთესია - კურნავს რამდენიმე დაავადებას
ლიმონს, უნიკალური გემოსა და არომატის გამო სალათების, ლიმონათის, სხვადასხვა კერძების და ასევე, სამკურნალოდ იყენებენ.

უამრავი ნატურალური საშუალების დასამზადებლად გამოიყენება წიწაკა და მარილიც და შესანიშნავ ეფექტს იძლევა.

გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც ამ 3 კომპონენტს შეიცავს და სხვადასხვა დაავადებების დროს დაგეხმარებათ:

გაციება

ჭიქა ცხელ წყალს, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, წყალში ასევე გააჩერეთ ლიმონის კანი და შიგთავსი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. სასმელი გრიპისა და გაციების სამკურნალოდ დალიეთ.

ყელის ტკივილი

ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 სუფრის
კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მარილი და 1/2 ჩაის კოვზი შავი წიწაკა. წყალი ყელში სავლებად გამოიყენეთ, მოგიხსნით ყელის ტკივილსა და ხველას.

სტომატიტი

1 სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი ჩაყარეთ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში, რათა განთავისუფლდეთ შინაგანი ბაქტერიებისგან და შეიმსუბუქოთ ტკივილი.

ასთმა

ცოდაოდენ წყალში ჩაყარეთ - მიხაკის 2 კვირტი, წიწაკის 10 მარცვალი და ბაზილიკას 15 ფოთოლი. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთს და შემდეგ გაწურეთ. გადაიტანეთ საცობიან ქილაში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და გაგრილებას დაელოდეთ. სასმელი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 კვირის განმავლობაში.

გაჭედილი ცხვირი

კვლიავი, წიწაკა, დარიჩინი, ილი, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. შემდეგ უბრალოდ შეიყნოსეთ ნარევი და დააცემინეთ, გაგიხსნით ჩაკეტილ ცხვირს.

სისხლდენა ცხვირიდან

დაასვენეთ ბამბა ლიმონის წვენში და ცხვირის ნესტოში გაიჩერეთ. შემდეგ თავი წინ გადმოწიეთ.

ღებინება

ლიმოის არომატი ღებინებას შეგიჩერებთ, შავი წიწაკა კი კუჭს ამშვიდებს. ამიტომ ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დალიეთ ნელა.

კბილის ტკივილი

1/2 დაფქული წიწაკა შეურიეთ მიხაკის ზეთს და წაისვით მტკივან კბილზე. ტკივილი მალე შეგიმსუბუქდებათ.

წონაში დაკლება

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად უნდა გააერთიანოთ: 1 სუფრის კოვზი თაფლი, ცოტაოდენი თბილი წყალი, 1/4 დაფქული წიწაკა და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ლიმონი შეიცავს პოლიფენოლს, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმს და წონაში აღარ მოიმატებთ, არეგულირებს ინსულინის დონეს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თეონა
ასთმისთვის რა რაოდენობიტ ან რამდენჯერ უნდა მივიღოთ და რამდენი დღე???
20:38 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS