07 სექტემბერი, 2016
შეცდომა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველ დილით უშვებს - როგორ მოვამზადოთ სწორად ლიმონიანი წყალი
ლიმონის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. მილიონობით ადამიანი ყოველ დილით სვამს ლიმონიან წყალს. დიახ, ასეთი სასმელი სიმხნევეს მატებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმს ენერგიითა და ვიტამინებით ამარაგებს.

თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ლიმონიანი წყლის მომზადება ადვილია, ძალიან ცდებით!

უმრავლესობა ლიმონს ხელს უჭერს და გამოწურულ წვენს ცოტაოდენ ცივ ან ცხელ წყალს ამატებს. არადა, ეს არასწორია.

ვიტამინების უმრავლესობა ლიმონის კანშია თავმოყრილი.

აი, როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად ლიმონიანი წყალი:

ორგანული ლიმონი დაჭერით ნაჭრებად, აიღეთ ნაწილი და ჩააწურეთ წყალში. დანარჩენი ნაწილის კანი
გახეხეთ და დაუმატეთ ლიმონიან წყალს.

გამოწურული ნაჭრები მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ თბილი, ცხელი ან ყინულიანი წყალი და დააქუცმაცეთ. ჩაუმატეთ მომზადებული წვენი და დალიეთ.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ლიმონი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. გარდა ამისა, ანელებს საკვების შეთვისების პროცესს, რითაც ორგანიზმში ინსულინის ნორმალურ დონეს ინარჩუნებს.

ლიმონის წყალი, ასევე, აგაცილებთ თავიდან ორგანიზმში სითხის შეკავების პრობლემას და გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS