06 სექტემბერი, 2016
ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი - ნარევი, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გამოიყენებთ
დღეს შემოგთავაზებთ ერთ საიდუმლო რეცეპტს დეტოქსიკაციისთვის. გაისუფთავებთ ორგანიზმს, მოიხსნით დაღლილობასა და ენერგიის ნაკლებობას.

უბრალოდ აურიეთ 1 ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დასახელებულ ნარევს საუკუნების მანძილზე იყენებდნენ, როგორც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ასევე სილამაზისთვის.

მრავალი სამკურნალო თვისებების გამო, ბერძნები და რომაელები ზეითუნის ზეთს "თხევად ოქროს" უწოდებენ. ზეითუნის ზეთს მხოლოდ მინიმალური გადამუშავება სჭირდება, სწორედ ამიტომ ის დიდხანს ინარჩუნებს მკვებავ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მინერალებს.

თავის მხრივ, ლიმონიც მრავალი დაავადების მკურნალი და სასარგებლო ნივთიერებების შემცველია.

ნარევი შემდეგი დაავადებების განკურნებაში დაგეხმარებათ:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ზეითუნის ზეთში შემცველი მაღალი ხარისხის ცხიმოვანი მჟავების წყალობით, რასაც ცუდი ქოლესტერინის სამკურნალოდ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მოგირჩენთ გულის სხვადასხვა პრობლემას.

რევმატიზმი

ნარევი ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა, სწორედ ამიტომ მას რეგულარულად იღებენ უზმოზე. შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს და ყველა ტიპის რევმატულ დაავადებას.

ყაბზობა

მოგიწესრიგებთ მომნელებელ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. ააქტიურებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციას.

წმენდს ღვიძლს, თირკმლებს, ნაღვლის ბუშტს

ყოველ დილით, უზმოზე, ზეითუნის ზეთისა და ლიმონის ნარევის რეგულარული მიღება, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას აგარიდებთ. უბრალოდ მიიღეთ ნარევი, საუზმემდე 1 საათით ადრე და გაიწმენდთ ღვიძლს, თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მაია
ლიმონმა გასტრიტი დამმართა,ნიორმა გული დამიზიანა,თაფლი ალერგიას მაძლევს,ასე ,რომ ყველაფერი ინდივიდუალურია
01:51 / 22-02-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
სუფტა წყალი ლიმონის ნახევარი წვენი და ერტი სუფრის კოვზი ტაფლი საოცრად კარგია ნაგველის გასაწმენდად ჩემი გამოცდილებიდან
07:23 / 16-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ცირა
7 სუფრის კოვზი ლიმონის ცვენი 1 კავის ციკა ზეიტუნის ზეტი 1/3 ცაის ციკა ტაფლი და უზმოზე დილას 1 ცაის კოვზი მიიგეტ.ბნელ გრილ ადგილზე სეინახეტ მაცივარსჰი არ დადოტ.ზალიან სასარგებლოა.მე ცლებია ვგებულობ და კმაკოფილი ვარ.გისურვებტ ჯანმრტელობას.
17:00 / 13-04-2017
გამოხმაურება / 0 /
აზა
მართლაც საოცრებას ახდენს,ყველა პრობლემას ერთდროულად გიგვარებს,აუცილებელიამიიღოთ განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა,თაფლის დამატება ყველასთვის შეიძლება,განსაკუთრებით ვისაც კუჭი აწუხებს,მხოლოდ დილით ჭამამდე ერთი საათით ადრე...
22:57 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატელა
ქალბატონო მაია დაწერეტ რა როგორ სვავდიტ? დილას უზმუზზე ტუ როგორ .და დოზა ან დგესჰი რამდენ ჯერ.
12:27 / 27-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS