02 სექტემბერი, 2016
რა სასწაულს ახდენს კიტრი - მიირთვით ყოველდღე
სულ უფრო დასტურდება, რომ კიტრი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებსაც ყველაზე საშიში, მათ შორის კიბოს დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ. კიტრი აუმჯობესებს თმისა და კანის ხარისხს, ასევე, ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

აი, რა სასწაულის მოხდენა შეუძლია კიტრს, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ.

ტოქსინების გამოდევნა და კანის ჰიდრატაცია

კიტრი 95%-ით წყლისგან შედგება, ეს ნიშნავს, რომ ის საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის ღრმა ჰიდრატაციისთვის. გარდა ამისა, კიტრი ბევრი ვიტამინით ამარაგებს ორგანიზმს.

საჭმლის მონელება და ცხიმების დაწვა

ყოველდღიურად კიტრის ჭამა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო
მდგომარეობას. კიტრი აუმჯობესებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ასევე, აშორებს ზედმეტ ცხიმს. ის საკვები ბოჭკოებისა და წყლის საუკეთესო წყაროა, რაც ააქტიურებს ტოქსინებისგან გასუფთავების პროცესს.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. კიტრს ამ პრობლემის მოგვარებაც შეუძლია. ამისთვის საკმარისია, ერთი ნაჭერი კიტრი 30 წამის განმავლობაში გაიჩეროთ პირში. ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, კიტრი პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს კლავს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS