31 აგვისტო, 2016
კარგია, თუ ამას კბილების გაწმენდამდე გაიკეთებთ
ლამაზ, თვალისმომჭრელ ღიმილზე ყველა ოცნებობს. დროთა განმავლობაში კბილები სხვადასხვა მიზეზით ყვითლდება და სტომატოლოგთან მათ გასათეთრებლად ვიზიტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა არსებობს ბუნებრივი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომელიც უსაფრთხოა და იაფიცაა.

საიდუმლო ქოქოსის ზეთშია. ის კბილებიდან აცილებს ლაქებს ისე, რომ არ აზიანებს მინანქარს.

დაგჭირდებათ:

1 სადილის კოვზი ცივი გამოხდის ბუნებრივი ქოქოსის ზეთი.

რა უნდა გააკეთოთ:

ცივი გამოხდის ქოქოსის ზეთი მკვრივია და ის ცოტა უნდა დაარბილოთ. გახეხვამდე 0,5 – 1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი ჩაიდეთ პირში და
"ჩაალბეთ" მასში კბილები 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაფურთხეთ და პირის ღრუში წყალი გამოივლეთ. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ გაიხეხოთ კბილები.

პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

ასევე, გირჩევთ შეამციროთ ყავისა და შავი ჩაის გამოყენება, ასევე, კარგი იქნება, თუ საერთოდ დაანებებთ თავს მოწევას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS