30 აგვისტო, 2016
თუ С ვიტამინი გაკლიათ, დალიეთ ეს სასმელი - გაიძლიერეთ იმუნიტეტი
С ვიტამინი იცავს კანს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და გაცილებით უსაფრთხოს ხდის გარუჯვის პროცესს.

საერთოდ ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის, იმდენად, რომ კიბოს განვითარების რისკის სემცირებაც კი შეუძლია.

როგორ ამოვიცნოთ С ვიტამინის დეფიციტი?

სუსტი იმუნიტეტი, სისხლდენა ღრძილებიდან, ფეხების ტკივილი, ანემია, ჭრილობისა და ძვლოვანი ქსოვილის გაჭიანურებული შეხორცების პროცესი, ასევე, კანზე გაჩენილი ლაქები მიუთითებს, რომ ორგანიზმს С ვიტამინი აკლია.

როგორ შევივსოთ დანაკლისი?

С ვიტამინის შესავსებად გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება.

ინგრედიენტები:

ფორთოახლი - 2 ცალი.

გრეიპფრუტი - 1 საშუალო ზომის.

კივი - 1 ცალი.

¼ წიწაკა.

მომზადების წესი:

გაფცქვენით ფორთოხალი და გრეიპფრუტი და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ბლენდერით დააქუცმაცეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ყინულის კუბიკებიც დაუმატოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS