30 აგვისტო, 2016
აი, რატომ არ უნდა დალიოთ ყავა ცარიელ კუჭზე
თვალის გახელისთანავე ჭიქა ყავის დალევა, ალბათ კარგი იდეა გგონიათ. სინამდვილეში საშინელი გადაწყვეტილებაა. დილით ყავის მიღება, რა თქმა უნდა, გაფხიზლებთ, მაგრამ უზმოზე მისი დალევა დაუშვებელია.

გაიგეთ რატომ:

1. კუჭის მჟავა
კუჭი მარილიან მჟავას შეიცავს. ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მისი კონცენტრაცია ნორმაში იყოს. როცა ნორმაზე ნაკლებია, საკვები სრულყოფილად არ მუშავდება და კუჭის კედლებს ჭამს. ყავა ცალიელ კუჭზე სწორედ ამ პრობლემას წარმოშობს, რადგან მარილიანი მჟავას კონცენტრაციას ზრდის. ყავის უზმოზე დალევა დიდი რისკია.

2. ღელვა
როცა ენერგიულ სასმელს ცარიელ კუჭზე სვამთ,
ამცირებთ თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობას, გამოყოს საჭირო ჰორმონი "სეროტონინი". ჰორმონი ბედნიერებასა და თქვენს სიმშვიდეს განაპირობებს.

3. გაუწყლოება
როგორც ექიმი ადამ სიმონი ჰყვება, დილით უზმოზე ყავის დალევის ჩვევის გამო, სხეულიდან იმაზე მეტი რაოდენობით სითხე გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივ. ჭიქა ყავის შემდეგ ჩვეულებრივზე მეტად გაიოფლებით და ისიც ცნობილია, რომ ყავა შარდმდენი საშუალებაა.

მეტი უსაფრთხოებისთვის, ყავის დალევამდე, უმჯობესია ჭიქა წყალი მაინც დალიოთ.

4. მადის დაკარგვა
ადამიანები, რომლებიც დილას ყავით იწყებენ, თითქმის არასდროს საუზმობენ. მიუხედავად იმისა, რომ "ყავის დიეტა" ახდუნებს, საუზმე ყველას სჭირდება, მნიშვნელოვანი პროცესია და თუ მას გამოტოვებთ, გახდომას ნამდვილად ვერ შეძლებთ.

როდის უნდა დალიოთ ყავა?

მეცნიერები, ყავის დასალევად დღის განმავლობაში იდეალურ დროს, დილის - 10 სთ-ს ასახელებენ.
და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ვიდრე დილით ყავის დალევას გადაწყვეტთ, ცოტაოდენი საუზმე მაინც მიირთვით და ყავას მხოლოდ ამის შემდეგ დასჯერდით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ინდე ნინოი რასა სწეერს. მიბაძეთ ნინოსაა .
11:25 / 24-11-2016
გამოხმაურება / 0 /
...
დალიე, კუჭში ყავა გიხლია :)))
09:12 / 01-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დილით უზმოზე ვსვამ ყავას. ეს გამოფხიზლებაში მეხმარება.წყალი შეიძლება დავლიო, შეიძლება არა, მაგრამ ყავის მსმელები თითქმის არასდროს საუზმობენო. არ არის მართალი. ყავა მადას მიღვიძებს და მაშიებს.
00:59 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS